ქობულეთის მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება

საქართველო, თბილისი - 11:11 | 12.04.2020
ნანახია: 668

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავრუკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება. ამის შესახებ პრემიერ მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

ჩიქოვანის თქმით, ამ ადმინისტრაციულ ერთეულებში აკრძალულია შესვლა და გამოსვლა. ამ რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფს შს ძალები და თავდაცვის ძალები.

"დღეისთვის 252 შემთხვევაა დაფიქსირებული მთელ საქართველოში და ამასთან რამდენიმე დაფიქსირდა აჭარის რეგიონში. დადგინდა რომ ამ შემთხვევაში იყო საკმაოდ ფართო წრე. ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ: გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავროკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო რეჟიმი წესდება. ამ ერთეულებში აკრძალულია შესვლა და გამოსვლა. ადგილზე ამ რეჟიმის აღსრულებას უზურნველყოფს შსს-სა და თავდაცვის ძალები. მოქალაქეებს სახლიდან გამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ პროდუქტის, მედიკამენტის შეძენის შემთხვევაში. მათ ექნებათ საშუალება განახორციელონ სასოფლო სამედიცინო სამუშაოები, თუ დაიცვენ პროტოკოლს", - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე