თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 52 ათასს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 22:26 | 11.04.2020
ნანახია: 625

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 24 საათში 5 100-ით გაიზარდა და 52 167-ს მიაღწია. გარდაცვლილთა რიცხვმა კი 1 101 შეადგინა. ინფორმაციას ფაჰრეთინ ქოჯა ავრცელებს.

აღნიშნული რაოდენობა პანდემიის დაწყებიდან მაქსიმალური მაჩვენებელს წარმოადგენს.

 „დღეს გამოვლინდა 5 138 ახალი შემთხვევა, სულ ინფიცირებულია 52 167. დღეს ჩვენ 95 პაციენტი დავკარგეთ, საერთო ჯამში გარდაცვლილია 1 101 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 2 945 პაციენტი“, - დაწერა ქოჯამ მიკრობლოგ Twitter-ზე.

ბოლო მონაცემებით მოსფლიოში ინფიცირებულია  1 733 792 ადამიანი, გარდაცვლილია 106 469 პაციენტი. მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსი უკვე 392 781-მა ადამიანმა დაამარცხა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე