საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულღა რაოდენა 242-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 20:00 | 11.04.2020
ნანახია: 634

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 242-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 242 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 57 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 3

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4856 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 370.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე