ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავორუსით ინფიცირებული 2 წლის ბავშვი გამოჯანმრთელდა

საქართველო, თბილისი - 11:49 | 11.04.2020
ნანახია: 946

კორონავორუსით ინფიცირებული 2 წლის ბავშვი გამოჯანმრთელდა, - განაცხადა ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორმა, მაკა სოლოღაშვილმა.

"დღეს დილისთვის აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს 44 პაციენტი. 44-დან კოვიდ 19-ის დადასტურებული დიაგნოზი აქვს 17 პაციენტს. 17-დან 2 გამოჯანმრთელდა, აქედან ერთი 2 წლის ბავშვია“, - აცხადებს მაკა სოლოღაშვილი.

საქართველოში კორონავირუსის 236 (მათგან 3 უცხოეთიდან შემოყვანილ მოქალაქეს) შემთხვევა ფიქსირდება, აქედან გამოჯანმრთელებულია 54 პაციენტი, გარდაცვლილია - 3.

კარანტინის რეჟიმში 4672 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 373.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე