საქართველოში კორონავირუსის 233 შემთხვევაა დადასტურებული, სამი კი უცხოეთიდან სამკურნალოდ შემოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს უკავშირდება

საქართველო, თბილისი - 11:00 | 11.04.2020
ნანახია: 613

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ  ამ დროისათვის, საქართველოში კორონავირუსის 233 დადასტურებული შემთხვევაა, საქართველოს სამ მოქალაქეს კი, რომლებიც ქვეყანაში სამკურნალოდ შემოიყვანეს, ვირუსი უცხოეთში დაუდასტურდა.

„საქართველოში სულ 236 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, მაგრამ აქედან სამი არის შემოტანილი, ორი სომხეთიდან და ერთი თურქეთიდან. ეს ნიშნავს, რომ იქ დადასტურდა და დადასტურებული შემთხვევა შემოვიდა ჩვენთან და აქედან გამომდინარე, ეს დადასტურებული სამი შემთხვევა ცალკე შემთხვევებად გამოდის. გვემატება ჩვენ სამკურნალო დაწესებულებებში როგორც რაოდენობა, მაგრამ თვითონ აღრიცხვა ჯანმო-ს მონაცემებით, ცალკე უნდა განვიხილოთ.

შესაბამისად, ამ 236-დან სამი თუ ცალკეა, ანუ 233-ია, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ გუშინ დღე-ღამის განმავლობაში ორი ახალი შემთხვევა შეგვემატა, რომელიც საქართველოშია დადასტურებული. ე.ი. 233 არის ჩვენთან დადასტურებული შემთხვევა და სამი არის დადასტურებული შემოტანილი. სამივე საქართველოს მოქალაქეა და როგორც სამკურნალოდ დადასტურებულ შემთხვევად, შეგვიძლია განვიხილოთ ჯამურად, მაგრამ ეს ყოველთვის ცალკე იქნება გამოტანილი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, stopcov.ge-ზე აქამდე არსებულ მონაცემებს დაემატა ახალი გრაფა, სადაც საქართველოში სამკურნალოდ უცხოეთიდან გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების მაჩვენებილი ჩანს. ამ მომენტისთვის ასეთი - 3 შემთხვევა ფიქსირდება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე