ქართული წარმოების, დოლბანდის პირბადე არის გაცილებით უკეთესი, ვიდრე რომელიმე ჟღერადი ბრენდით დამშვენებული სხვა ატრიბუტი - თურნავა

საქართველო, თბილისი - 14:44 | 10.04.2020
ნანახია: 495

გემოვნებაზე არ დავობენ, ეს არის მოთხოვნადი და მოხდენილი პროდუქცია - ამის შესახებ საქართველოში წარმოებულ პირბადეებზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა.

"გემოვნებაზე არ დავობენ - მე რომ მკითხოთ, ეს არის მოთხოვნადი და მოხდენილი პროდუქცია, რომელიც ქართული წარმოებისა და იკერება საქართველოში, რაც საამაყოა. დღეს პირბადეების კერვაზე ათასამდე ადამიანს ვასაქმებთ სამკერვალობეში. ამიტომ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ქართული წარმოების, დოლბანდის პირბადე არის გაცილებით უკეთესი, ვიდრე რომელიმე ჟღერადი ბრენდით დამშვენებული სხვა ატრიბუტი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, რაც შეეხება ხარისხს, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ქართული წარმოების პირბადე შემოწმებულია ლუგარის ლაბორატორიაში.

"პირბადის დამზადებისთვის გამოყენებული ნედლეულის მასალა კი დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციითა და მათ მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, ასევე დოლბანდის თვისებების გათვალისწინებით. შეირჩა ყველა ოფიციალური დასკვნა ამასთან დაკავშირებით ყოველთვის გვაქვს და აქედან გამომდინარე დარწმუნებული ვართ, ქართული წარმოების პირბადე ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია ბაზარზე წარმოდგენილ ანალოგებს შორის",- აღნიშნა ნათია თურნავამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე