შეიძლება დემნა გვასალიამაც ასეთი ნიღბები გამოუშვას - პაატა იმნაძე
საქართველო, თბილისი - 14:38 | 10.04.2020 ნანახია: 448მერე შეიძლება დემნა გვასალიამაც ასეთი გამოუშვას, იმიტომ, რომ მოსწონს ხოლმე ასეთი რამეები, გახსოვთ ხომ, როგორები ჰქონდა გამოშვებული? ასე რომ, მე ვიზუალსაც ვერაფერს ვუწუნებ,- ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ ქართული წარმოების პირბადეებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული პირბადეები წვეთოვანი ინფექციებისგან ძალიან ეფექტურად იცავს და მისი გამოყენება არა თუ მოქალაქეებს, არამედ მედიკოსებსაც შეუძლიათ.
„დღევანდელი თაობა ცოტა განებივრებულია პირბადეების ნაირსახეობებით, რომელიც არსებობს ბაზარზე და იყო მსოფლიოში, დღეს ყველგან დეფიციტია. მე გუშინ იაპონიის პრემიერ-მინისტრი ვნახე და ამის დიზაინი ბევრად უკეთესია, ამას აქვს ერთი მხრიდან ცხვირის ადგილას მონიშნული და ვერ შეცვლი ისე, რომ არასწორად გაიკეთო. ეს აშკარად უფრო წინგადადგმული ნაბიჯია, ვიდრე ჩვეულებრივი პირბადე და ეს არის ანა-ბანა. სანამ იქნებოდა ის ნიღბები, ჩვენ ყველანი, მათ შორის ჩვენი სამსახური, რომელსაც ყველაზე საშინელი სახელი ერქვა საქართველოში - „შავი ჭირი“ ვიყენებდით ასეთ ნიღბებს და ვმუშაობდით არა მარტო „შავ ჭირზე“. სწორედ ის დეპარტამენტი, რომელიც შეისწავლის და დასკვნებს გასცემს ეს პირბადეები რამდენად დამცავია, მისი ხელმძღვანელი არის ბატონი შოთა ცანავა და გელა მგელაძე, ეს ორი ადამიანი, საქართველოში თავის დროზე ყვავილის ვირუსზე მუშაობდა და მუშაობდნენ აი ასეთი პირბადეებით, ჩვეულებრივი ბინტით. ეს იცავს წვეთოვანი ინფექციებისგან ძალიან ეფექტურად.
ჩვენ ექიმებს ვურჩევთ გამოიყენონ რესპირატორი N95, მხოლოდ იმ დროს, როცა ისინი ახორციელებენ პაციენტებთან ინტუბაციას, სადაც აეროზოლიზაციის რისკი არის მაღალი. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ეს ექიმმაც კი შეიძლება უპრობლემოდ გამოიყენოს, არა თუ მოსახლეობამ,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა