ბოლო 24 საათში ნიუ იორკის შტატში კორონავირუსით 799 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 20:21 | 09.04.2020
ნანახია: 645

ნიუ იორკის შტატში კორონავირუსით გარდაცვლილთა მასშტაბით, გასულ 24 საათში რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. შტატის გუბერნატორის განცხადებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 799 ადამიანი გარდაიცვალა.

 „გარდაცვლილთა რიცხვი მატულობას. გუშინ  ჩვენ 799 ადამიანი დავკარგეთ“, - განაცხადა კუომომ და აღნიშნა, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო მოიმატებს.

ბოლო მონაცემებით, 8 აპრილს შტატში გარდაიცვალა 779 ადამიანი, 6 აპრილს - 731, 5 აპრილს - 599, 4 აპრილს - 594, ხოლო 3 აპრილს - 630 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა 1 503 900-ს შეადგენს, გარდაიცვალა 89 915 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 339 775 პაციენტი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე