ყველაზე ხანდაზმული, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, 107 წლის ნიდერლანდელი ქალია

საქართველო, თბილისი - 16:42 | 09.04.2020
ნანახია: 621

ნიდერლანდებში კორონავირუსისგან 107 წლის ქალი გამოჯანმრთელდა. იტყობინება ადგილობრივი გამოცემა NL Times-ი.

107 წლის კორნელია რასი კორონავირუსით მარტის შუა რიცხვებში, ხანდაზმულთა მზრუნველობის სახლში დაინფიცირდა. ამ კვირის დასაწყისში, კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 107 წლის კორნელია ყველაზე ხანდაზმული პაციენტია, რომელიც კორონავირუსული ინფექციისგან განიკურნა.

მანამდე იუწყებოდნენ, რომ კორონავირუსისგან განიკურნა 104 წლის კაცი შეერთებულ შტატებში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე