ჯორჯ ქლუნი კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში 1 მლნ დოლარს გადარიცხავს

საქართველო, თბილისი - 16:19 | 09.04.2020
ნანახია: 573

ამერიკელმა მსახიობმა ჯორჯ ქლუნმა და მისმა ცოლმა ამალმა, 1 მლნ დოლარზე მეტი ჩარიცხეს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში. იუწყება გამოცემა Deadline.

ცნობილია, რომ 300 ათასი დოლარი მოხმარდება ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალურ სისტემებს, ლიბანში საქველმოქმედო სასურსათო ფონდს, ასევე იტალიაში, ლომბარდიის რეგიონის კლინიკებს.

კიდევ 500 ათასი დოლარი გადაეცემა საქველმოქმედო ფონდ Motion Picture and Television-სა და ამერიკელი მსახიობების პროფკავშირულ ორგანიზაციას. დანარჩენ თანხაა ქლუნი და მისი ცოლი გადარიცხავენ ფონდში Los Angeles Mayors-ი, რომელიც პანდემიის გამო დაზარალებულ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, უსახლკაროებსა და ხანდაზმულებს ეხმარება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე