9 აპრილს, 9 საათზე ერთად ვიმღეროთ საქართველოს ჰიმნი - სოლიდარობის აქცია

საქართველო, თბილისი - 15:51 | 09.04.2020
ნანახია: 1072

9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად, მოქალაქეთა სოლიდარობის აქცია დაიგეგმა.

აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს მოუწოდებენ აივანზე საქართველოს დროშები გადმოფინონ, საღამოს 9 საათზე კი ეროვნული ჰიმნი იმღერონ.

"დღეს 2020 წლის 9 აპრილია, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ჩვენ შეგვიძლია, ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით აღვნიშნოთ ეს უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დღე - სიმბოლურად 9 აპრილს საღამოს 10 საათზე, როდესაც კომენდანტის საათის პირობებიდან გამომდინარე ყველანი სახლებში, ვართ გამოვიდეთ აივნებზე, გადმოვდგეთ ფანჯრებიდან და ვიმღეროთ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

რეკომენდაცია: არსებობის შემთხვევაში გამოვფინოს სახელმწიფო სიმბოლიკა: საქართველოს ხუთჯვრიანი ან/და სამფეროვანი დროშა", - ნათქვამია ორგანიზატორების მერ გავრცელებულ განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე