ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა

საქართველო, თბილისი - 12:52 | 09.04.2020
ნანახია: 716

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა. ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.

სპეციალურად StopCoV ფონდისთვის 100 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილმა „ქართუ ფონდში“ რამდენიმე დღის წინ ჩარიცხა.

ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დონაცია კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის ანგარიშზე გუშინ გვიან ღამით აისახა.

StopCoV ფონდის ანგარიშზე ამ დროისთვის 124 543 899 ლარია მობილიზებული.

StopCoV ფონდი მარტის დასაწყისში შეიქმნა და მასში აკუმულირებული თანხა იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

ფონდში შენატანები განახორციელეს როგორც კომპანიებმა, ისე ფიზიკურმა პირებმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე