ვანის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი 6 000-ზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა

საქართველო, თბილისი - 12:42 | 09.04.2020
ნანახია: 487

 

ვანის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი უკვე 6 000-ზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა. თერმოსკრინინგს ვანში მცხოვრები დაახლოებით 30 000 ადამიანი გაივლის. ადგილზე ამოქმედებულია სპეციალური საველე სამედიცინო პუნქტი, სადაც მოქალაქეებს სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში გადაიყვანენ და პირველად დახმარებას აღმოუჩენენ.

ასევე, ვანის ორ სოფელში, ზეინდარსა და მთისძირში მოწყობილ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებთან შემოწმებას გადის მუნიციპალიტეტში შემსვლელი და მუნიციპალიტეტიდან გამსვლელი ყველა პირი.

თვითიზოლაციაში იმყოფება ვანში ინფიცირებული 75 წლის ქალის 25-მდე კონტაქტი. კორონავირუსის ახალი შემთხვევები დაუდასტურდათ ქალის მეუღლეს და სიძეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე