კახეთიდან 10 მოქალაქისთვის კორონავირუსზე აღებული ნიმუშების პასუხი უარყოფითია

საქართველო, თბილისი - 12:15 | 09.04.2020
ნანახია: 745

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ათი ადამიანის სინჯზე პასუხი უარყოფითია, არც ერთ პაციენტს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ცხელების ცენტრებში მაღალი ტემპერატურით რამდენიმე პაციენტი დაემატა, მათ შორის საკარანტინო ზონიდან. ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან და ნიმუშებს ლუგარის ლაბორატორიაში დღის განმავლობაში გააგზავნიან.

რაც შეეხება, 11 საკარანტინო ზონაში, მოქალაქეთა რაოდენობა 456-მდე შემცირდა.  იკლო თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რაოდენობამაც, ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში  ათი პირი იმყოფება. კახეთის რეგიონში ამ დრომდე კორონავირუსის არცერთი ლაბორატორიული შემთხვევა არ დადასტურებულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე