ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსისგან 2 ათასზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია

საქართველო, თბილისი - 23:54 | 08.04.2020
ნანახია: 1807

იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ანჯელო ბორელიმ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 2 ათასზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ეპიდემიის დაწყების დღიდან.

ერთ-დღე-ღამეში გარდაიცვალა 552 ადამიანი, საერთო ჯამში ქვეყანაში დაღუპულთა რაოდენობამ 17 679 შეადგინა. „გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 26 491-მდე გაიზარდა, ერთ დღეში ახალი რეკორდი გვაქვს - გამოჯანმრთელდა 2099 ადამიანი. ბოლო 10 დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 50 პროცენტით არის გაზრდილი“, - განაცხადა ბორელიმ.

წინა რეკორდი 30 მარტს დაფიქსირდა, მაშინ იტალიაში 1590 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

„დღეისათვის ინფიცირებულია 95 262 ადამიანი... მათი რაოდენობა 1 195-ით გაიზარდა“, - აღნიშნა ბორელიმ ბრიფინგზე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე