ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 7 ათასს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 20:38 | 08.04.2020
ნანახია: 578

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 7 ათასს გადააჭარბა, ინფიცირებულთა რიცხვი საერთო ჯამში 60 ათასს შეადგენს. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 938 ადამიანი. ერთ დღე-ღამეში კორონავირუსის ახალი 5 491 შემთხვევა გამოვლინდა.

სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში 232 708 ტესტირება ჩატარდა. კორონავირუსი 60 733 ადამიანს დაუდასტურდა.  ამ დროისათვის გარდაცვლილია 7 097 პაციენტი.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე