სალომე ზურაბიშვილმა 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა

საქართველო, თბილისი - 13:36 | 07.04.2020
ნანახია: 866

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ყველა მსჯავრდებულს ერთი, ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები კი, ძალადობრივ დანაშაულთა კატეგორიას არ განეკუთვნება.

ცხრავე მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე