კორონავირუსი ყველამ უნდა მოიხადოს, 80% მოიხდის აკლინიკური ფორმით, 20% საშუალო, მძიმე და კრიტიკული ფორმით - ლევან რატიანი

საქართველო, თბილისი - 13:31 | 07.04.2020
ნანახია: 561

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი აცხადებს, რომ კორონავირუსი მოსახდელი დაავადებაა და ის მთელმა კაცობრიობამ უნდა მოიხადოს. 80% მოიხდის აკლინიკური ფორმით, 20% საშუალო, მძიმე და კრიტიკული ფორმით.

"ჩვენი კლინიკა განსხვავდება სხვა კლინიკებისგან იმით, რომ არა მარტო ვმკურნალობთ პაციენტებს, არამედ ვიღებთ და გავცემთ ინფორმაციას ამ დაავადებების შესახებ. ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ როგორც ჩემთვის არის ამ ეტაპამდე უცნობი, ასევე წამყვანი მეცნიერებისთვის სამყაროში არის უცნობი ამ ვირუსის სტრატეგია. მხოლოდ და მხოლოდ ვიცით ერთ რაღაც, რომ ეს მოსახდელი დაავადება აუცილებლად ყველამ უნდა მოიხადოს ეს ვირუსი დღეს არსებულმა კაცობრიობამ, 80% აკლინიკური ფორმით, 20% მოვიხდით საშუალო, მძიმე და კრიტიკული ფორმით. იცით, რომ ბეცეჟე ვაქცინაციის შესახებ როგორი ბუმია სამყაროში წამოსული, ალბათ ქვეყანას ჩვენსას გაუმართლა კალენდარულ აცრებთან დაკავშირებით და მინდა გითხრათ, რომ ჩემი ძალიან დიდი იმედია, რომ ჩვენი ქვეყანა, ვინაიდან ბეცეჟე ვაქცინაცია რაც ენსიდისის დიდი დამსახურებაა ქვეყანაში მსუბუქად გადაივლის ამ პანდემიას", - განაცხადა ლევან რატიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე