კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ორმა პაციენტმა თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა დატოვა

საქართველო, თბილისი - 19:13 | 06.04.2020
ნანახია: 864

 თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ორმა პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა. მისივე თქმით, რამდენიმე დღეში შესაძლოა, კიდევ ორი პაციენტი გაეწეროს.

ამ ეტაპზე კლინიკაში 64 პაციენტი იმყოფება, მათ შორის  51 არის კორონავირუსით ინფიცირებული.

„ორმა ინფიცირებულმა პაციენტმა დატოვა კლინიკა. რაც შეეხება კრტიკულ პაციენტებს, კლინიკაში კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში მკურნალობს ექვსი პაციენტი, აქედან ჩვენი პირველი პაციენტების მდგომარეობა მკვეთრად დადებითია. ქალბატონი, რომელიც არის 62 წლის, დღეს გაიგზავნა სინჯი განმეორებით ლუგარში ტესტირებაზე, კოვიდინფექციაზე, თუ მივიღეთ უარყოფითი პასუხი, ალბათ ამ დღეებში გაეწერება კლინიკიდან. რაც შეეხება ქალბატონს 80 წლის, რომელიც მოხსნილია მართვითი სუნთქვიდან, გასულია რამდენიმე საათი, ამ ეტაპამდე ქალბატონი ინარჩუნებს გარეგანი სუნთქვის პარამეტრებს ფიზიოლოგიურ პირობებში, ოქსიგენდმოკიდებულებით, იმედია ასე გაგრძელდება და რამდენიმე დღეში გაეწერება კლინიკიდან“ , – აღნიშნა ლევან რატიანმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე