თურქეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში ნავთობპროდუქტები ჩაღვარა

საქართველო, თბილისი - 11:40 | 05.01.2016
ნანახია: 1389

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, გემის მიერ შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. თურქეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში ნავთობპროდუქტები ჩაღვარა.

გემის კაპიტანს დაეკისრა ჯარიმა 65 000 ლარის ოდენობით. მასვე მოუწევს გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც.

სამართალდამრღვევი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ჯარიმისა და ზიანის თანხის ანაზღაურების შემდეგ დატოვებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე