ეროვნული გამოცდების თარიღის და ფორმატის შეცვლა არ განიხილება - მიხეილ ჩხენკელი

საქართველო, თბილისი - 13:25 | 06.04.2020
ნანახია: 509

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების თარიღის და ფორმატის შეცვლა არ განიხილება.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, მიმდინარე სასწავლო სემესტრი აუცილებლად შედგება და არავითარ შემთხვევაში არ ჩავარდება.

"ჩვენი სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჩვენ გავახანგრძლივეთ ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის ვადა, მაგრამ ეს არანაირად არ ეხება თვით ეროვნული გამოცდების თარიღებს. ამ ეტაპზე, ეროვნული გამოცდების ფორმატის ან თარიღების ცვლილების საკითხი არ განიხილება", - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 188 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 2 ადამიანი გარდაიცვალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე