მივმართავ მრევლს, დავიცვათ ჩვენი დედა ეკლესია, ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში - პაატა იმნაძე

საქართველო, თბილისი - 13:14 | 06.04.2020
ნანახია: 671

ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში. ეკლესიის კარი ვერ დაიკეტება, იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის. ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატამ იმნაძემ მორწმუნეებს მიმართა.

„მინდა, მივმართო მორწმუნე ქრისტიანებს, მინდა, მივმართო მრევლს, დავიცვათ ჩვენი დედა ეკლესია დავიცვათ მღვდელმთავრები ეკლესიაში არმისვლით, სახლში ლოცვით დავიცვათ. დავიცვათ ჩვენი ეკლესია, ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში. ეკლესიის კარი ვერ დაიკეტება, იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის. ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა იმნაძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე