თბილისის ზღვის ჰოსპიტლის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასრტურდა

საქართველო, თბილისი - 13:00 | 06.04.2020
ნანახია: 553

თბილისის ზღვის ჰოსპიტლის მედპერსონალის ორ წარმომადგენელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსის, მარეხ ბექაიას თქმით, მიმდინარეობს ამ შემთხვევების ეპიდემიოლოგიური კვლევა.

„გუშინ მოგვიანებით მოვიდა ორი  პასუხი. ეს იყო ჩვენი დაბალი მედპერსონალის პასუხები - დადასტურებული კორონავირუსი. მათი მდგომარეობა მსუბუქია, თუმცა ისინიც გადაყვანილები არიან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში“, - განაცხადა მარეხ ბექაიამ.

ექიმის განცხადებით, აღნიშნული შემთხვევების დადასტურების შემდეგ, კლინიკაში მიღება რამდენიმე საათით შეჩერდა, თუმცა სამედიცინო პერსონალის თერმოსკრინინგისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შემდეგ, კვლავ განახლდა. აღნიშნულ ინფიცირებულებთან კონტაქტის გამო პერსონალიდან კარანტინში 5 პირია გადაყვანილი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე