საჩხერის მუნიციპალიტეტის მერსა და სამედიცინო ცენტრის 10 თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

საქართველო, თბილისი - 22:47 | 05.04.2020
ნანახია: 1400

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერს, ბენიამინ ფალავანდიშვილსა და საჩხერის სამედიცინო ცენტრის 10 თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ანალიზის პასუხი რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.


საჩხერის მერსა და მედპერსონალს კორონავირუსზე ტესტირება მას შემდეგ ჩაუტარდათ, რაც ფალავანდიშვილის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, რომელიც საჩხერის სამედიცინო ცენტრში ინფექციონისტად მუშაობს. აღნიშნულის გამო, საჩხერის საავადმყოფოს ასამდე თანამშრომელი კლინიკაში იზოლაციაში რჩება.


ბენიამინ ფალავანდიშვილის მეუღლე ბოქსირებულ პალატაში იმყოფება. საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის, ინფორმაციით, მას დაავადება მსუბუქი ფორმით აქვს.
„სპეციალისტებმა გამოიკვლიეს მედპერსონალი, რომელთაც ახლო შემხებლობა ჰქონდათ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის მეუღლესთან და ყველა პასუხი არის უარყოფითი“, – განაცხადა მიხეილ ქამუშაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე