67 წლის პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა - ლევან რატიანი

საქართველო, თბილისი - 18:26 | 05.04.2020
ნანახია: 583

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში ამ დროისთვის შვიდი პაციენტი იმყოფება. აცხადებს კლინის დირექტორი ლევან რატიანი.

რატიანის თქმით, ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

"კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში სამწუხაროდ გაიზარდა რიცხვი და არის შვიდი პაციენტი. კარგად იცით, რომ ჩვენი კლინიკა ემსახურება მთელი ქვეყნის მასშტაბით კრიტიკულ პაციენტებს. აქედან ერთ-ერთის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. პაციენტი არის 67 წლის, კლინიკურად სახეზეა ამ პაციეტთანაც კოვიდინფიცირების შედეგად გამოწვეული მწვავე რესპირატორიული დისტრესი გემოდინამიკის რღვევით", - თქვა ლევან რატიანმა.

კლინიკის დირექტორის განცხადებით, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში არის კიდევ ერთი მძიმე პაციენტი.

"42 წლის მამაკაცი. მას აქვს მწვავე რესპირატორული დისტრესსინდრომი. დინამიკაში მისი მდგომარეობა უარყოფითი კლინიკით გვაქვს. მიუხედავად ჩატარებული სამკურნალო ღონისძებისა. ნებისმიერ დროს პაციენტი შეიძლება გადაყვანილ იქნას აპარატზე", - თქვა ლევან რატიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე