საჩხერის მერის მეუღლეს, რომელიც ინფექციონისტად მუშაობს, კორონავირუსი დაუდგინდა

საქართველო, თბილისი - 11:09 | 05.04.2020
ნანახია: 666

საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია საჩხერის მერმა ბენიამინ ფალავანდიშვილმა დაადასტურა.

მისი თქმით, მეუღლე საჩხერის სამედიცინო ცენტრში ინფექციონისტად მუშაობს და სავარაუდოდ ინფექცია მას პაციენტისგან გადაედო.

„მას ვირუსი მსუბუქი ფორმებით აქვს. ყელის არეში აქვს დისკომფორტი, ტემპერატურა არ აღენიშნება“, – განაცხადა მერმა.

მერის ინფორმაციით, ახლა ოჯახის წევრები იზოლაციაში არიან.  მერ სკონტაქტი ჰქონდა მოქალაქებთან, თუმცა როგორც ამბობს, რეკომენდაციებს იცავდა.

ბენიამინ ფალავანდიშვილის განცხადებით, კორონავირუსზე ტესტს მასაც აუღებენ. მისივე თქმით, თვითიზოლაციაშია ყველა ის პირი, ვისთანაც მას და მის მეუღლეს კონტაქტი ჰქონდათ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე