ნოე რამიშვილის შვილიშვილი იუსტიციის სამინისტროს ეწვია
საქართველო, თბილისი - 11:08 | 05.01.2016 ნანახია: 1571იუსტიციის მინისტრმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის - ნოე რამიშვილის, შვილიშვილი მიშელ რამიშვილი მიიღო. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე. მინისტრებმა და მიშელ რამიშვილმა ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის პროცესზე ისაუბრეს, რომელიც უკვე მრავალი წელია, მიმდინარეობს და გადამწყვეტ ფაზაში 2015 წელს შევიდა.
იუსტიციის მინისტრი ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხზე შექმნილი ფრანგულ-ქართული კომიტეტის წევრია. კომიტეტს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე ხელმძღვანელობს. მის მუშაობაში ფრანგული მხარიდან მონაწილობენ საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლები, მათ შორის, მიშელ რამიშვილი.
„ბატონი მიშელი ნოე რამიშვილის საქმიანობის ღირსეული გამგრძელებელია. ის თვლის, რომ ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხი დროულად უნდა გადაწყდეს, რადგან 2015 წელს საქართველოს მთავრობამ მასზე დამოკიდებული ყველა ნაბიჯი გადადგა, მათ შორის ფინანსურიც, რათა შესაბამის პროფესიონალებს მამულის და შატოს მომავალი განვითარების გეგმა შეექმნათ. ამ გეგმის მიხედვით, ლევილის მამულმა უნდა შეინარჩუნოს თავისი ისტორიული დატვირთვა და გახდეს საქართველოს კულტურისა და ისტორიის კერა შუაგულ საფრანგეთში, მიიღოს და უმასპინძლოს საქართველოდან ჩასულ ხელოვანებს. მიშელ რამიშვილი ერთგულია მისი წინაპრების ანდერძისა და ჩვენთან ერთად ყველაფერს აკეთებს საკითხის დროულად მოსაგვარებლად“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
ნოე რამიშვილი - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარე, მოგვიანებით კი შინაგან საქმეთა, სამხედრო და განათლების მინისტრი იყო. მან საქართველო საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ დატოვა და საფრანგეთში, ლევილის მამულში დასახლდა. ნოე რამიშვილი 1930 წელს მოკლეს. ის ლევილის სასაფლაოზეა დაკრძალული.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა