ნოე რამიშვილის პასპორტზე აეროპორტში სიმბოლურად ქართული შტამპი დაფიქსირდა

საქართველო, თბილისი - 11:04 | 05.01.2016
ნანახია: 1544

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი შინაგან საქმეთა მინისტრის ნოე რამიშვილის შთამომავლები საქართველოს ეწვივნენ. ნოე რამიშვილის შვილიშვილმა მიშელ რამიშვილმა საქართველოში ბაბუის პასპორტი ჩამოიტანა. შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საკონტროლო გამშვებ-პუნქტში ნოე რამიშვილის პასპორტზე სიმბოლურად ქვეყანაში შემოსვლის შტამპი დაფიქსირდა. როგორც მიშელ რამიშვილმა განაცხადა, ნოე რამიშვილის ოჯახისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 1925 წელს გამოცემული ფრანგული პასპორტის ფურცელზე დამოუკიდებელი საქართველოს შტამპის არსებობა. „ეს ჩემი დიდი ბაბუის ერთგვარი დაბრუნებაა საქართველოში“, - აღნიშნა მან.
ნოე რამიშვილის შთამომავლები საქართველოში რამდენიმე დღე დარჩებიან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეწვევიან და მინისტრ გიორგი მღებრიშვილს შეხვდებიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე