მომღერალ Pink-ს კორონავირუსი დაუდგინდა

საქართველო, თბილისი - 12:15 | 04.04.2020
ნანახია: 872

პოპულარულ ამერიკელ მომღერალ Pink-ს კორონავირუსი დაუდგინდა.

 „ორი კვირის წინ ჩემს სამი წლის ვაჟს ჯეიმსონსა და მე COVID-19-ის სიმპტომები გამოგვივლინდა, საბედნიეროდ, ჩემს მკურნალ ექიმს ტესტებზე ხელი მიუწვდებოდა და ჩემი ტესტის შედეგი დადებითი აღმოჩნდა“, - დაწერა Pink-მა Twitter-ზე.

მან აღნიშნა, რომ ამის შემდეგ მისი ახლობლები ორი კვირის განმავლობაში სახლში იმყოფებოდნენ და ექიმის მითითებებს ასრულებდნენ.

 „რამდენიმე დღის წინ განმეორებითი ტესტი ჩავიტარეთ და ახლა, საბედნიეროდ, შედეგი უარყოფითია“, - განმარტა მომღერალმა.

ამასთან, Pink-მა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ერთი მლნ დოლარი გადარიცხა. მომღერალმა მადლობა გადაუხდა მედპერსონალს და მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე