სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთის ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს 5 მლნ ლარი გამოეყო

საქართველო, თბილისი - 11:49 | 26.09.2015
ნანახია: 1957

2014-2015 წლებში სხვადასხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებლად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს 4 მლნ 882 ათას 500 ლარი გამოეყო.

მათ შორის:

ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტს - 750 000 ლარი;

ბ) მესტიის მუნიციპალიტეტს - 500 000 ლარი;

გ) საჩხერის მუნიციპალიტეტს - 500 000 ლარი;

დ) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს - 460 000 ლარი;

ე) გურჯაანის მუნიციპალიტეტს - 450 000 ლარი;

ვ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს - 450 000 ლარი;

ზ) ლენტეხის მუნიციპალიტეტს - 414 300 ლარი;

თ) თიანეთის მუნიციპალიტეტს - 400 000 ლარი;

ი) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს - 300 000 ლარი;

კ) მცხეთის მუნიციპალიტეტს - 290 000 ლარი;

ლ) ახალციხის მუნიციპალიტეტს - 200 000 ლარი;

მ) ცაგერის მუნიციპალიტეტს - 168 200 ლარი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე