თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდგინდა

საქართველო, თბილისი - 21:09 | 03.04.2020
ნანახია: 651

თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ეროვნული ბანკის კლასტერის წევრია.


სამედიცინო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროს ამირან გოგიტიძის თქმით, ექიმი მეუღლის მხრიდან დაინფიცირდა, როგორც გოგიტიძე აღნიშნავს, ექიმი ბოლოს 31 მარტს მორიგეობდა.


„საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდასტურდა დღეს კორონავირუსი. აღნიშნული ინფიცირება მოხდა მეუღლის მხრიდან და არ მომხდარა პაციენტის მხრიდან. აღნიშნული ინფიცირების წყარო წარმოადგენს ეროვნული ბანკის კლასტერს. ახლანდელი მდგომარეობით, ჩვენი ექიმი გადაყვანიალია შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. მისი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ექიმს სიმპტომები დაეწყო გუშინ. მისი ბოლო მორიგეობა იყო 31 მარტს. მისი სიმპტომების გამოვლენიდან გასულია რამდენიმე დღე და რეალურად დაინფიცირების რისკი მასთან მყოფი თანამშრომლებისთვის არის დაბალი, თუმცა ჩვენ პრენევციული ზომებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თვითიზოლაციაში გადავიდეს ყველა ის პირი, ვისთანაც მას ჰქონდა კონტაქტი. ის მორიგე პერსონალი არის თვითიზოლაციისა და საკარანტინო პირობებში გადასული, ხოლო აღნიშნული ექიმი აგრძელებს მკურნალობას შესაბამის დაწესებულებაში“, – განაცხადა ამირან გოგიტიძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე