ბოლო 24 საათში, ესპანეთში კორონავირუსით 932 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 16:52 | 03.04.2020
ნანახია: 889

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსით 849 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.

ეს ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელია დღის განმავლობაში, რაც ვირუსის გავრცელების დღიდან დაფიქსირებულა ქვეყანაში.

ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა კი 10 935-ს მიაღწია.

ესპანეთი მეორე ადგილზეა მსოფლიოში, იტალიის შემდეგ, კოროვირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლით.

ბოლო დღე ღამის განმავლობაში ესპანეთში ვირუსი კიდევ 7 472 ადამიანი დაინფიცირდა. სულ ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 117 710 შემთხვევაა აღრიცხული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე