კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა, ექიმებს გულისამაჩუყებელი წერილი დაუტოვა

საქართველო, თბილისი - 16:22 | 03.04.2020
ნანახია: 814

 ოჰაიოს შტატში, COVID-19-სგან გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა ნიკ ბრაუნმა გამოწერის წინ მედიკოსებს პალატის კარზე წერილი დაუტოვა. იუწყება The Mirror-ი.

მამაკაცმა კორონავირუსი მძიმე ფორმებით გადაიტანა, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული, ექიმები მის მეუღლეს აფრთხილებდნენ, რომ ნიკი შესაძლოა დაღუპულიყო.

ყოველდღე 38 წლის პაციენტს ექიმები შუშის კარზე უტოვებდნენ გამამხნევებელ გზავნილს, სადაც პირდებოდნენ, რომ მალე სახლში გაუშვებდნენ.

გამოჯანმრთელების შემდეგ, ნიკმა კლინიკიდან გაწერის წინ ექიმებს საპასუხო გზავნილი დაუტოვა.

 „ეს მინა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა. დღეების განმავლობაში ვაკვირდებოდი თქვენს რთულ სამუშაოს, რომელსაც ასრულებდით იმისთვის, რომ ჩემი და სხვების სიცოცხლე გადაგერჩინათ. მე კი  ჩემთვის დახარჯული დროის გამო მადლობის გადახდას ვერ ვახერხებდი. ალბათ, ვერასდროს მომეცემა შანსი, რომ ასეთივე დახმარება გაგიწიოთ, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ თქვენ ნამდვილი როკ-ვარსკვლავები ხართ“, - დაწერა ნიკმა წერილში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე