საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 27 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველო, თბილისი - 10:38 | 03.04.2020
ნანახია: 652

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან უკვე 27 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის 148 შემთხვევაა დადასტურებული და მათ შორის გამოჯანმრთელებულია 27 მოქალაქე.

ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 5550 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე