ნიუ იორკის შტატში კორონავირუსს 2 373 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 20:11 | 02.04.2020
ნანახია: 599

ნიუ იორკის შტატში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 2 373-მდე გაიზარდა. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ.

ნიუ იორკის შტატი ამ მომენტისთვის აშშ-ში ეპიდაფეთქების კერას წარმოადგენს.

 „გარდაცვლილთა რაოდენობა 1 941-დან 2 373-მდე გაიზარდა“, - განაცხადა კუომომ.

მისი თქმით, შტატში კორონავირუსით ინფიცირების  92 381 შემთხვევაა გამოვლენილი. ქალაქ ნიუ იორკში დაავადებულია 51 809 ადამიანი, მათ შორის 4 370 ინფიცირებული გასულ 24 საათში გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონს მიუახლოვდა და 965 246-ს შეადგენს, გარდაცვლილია 49 236 პაციენტი, გამოჯანმრთელებულია 203 007 ადამიანი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე