საქართველოში კორონავირუსისგან 26 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველო, თბილისი - 10:42 | 02.04.2020
ნანახია: 748

საქართველოში კორონავირუსისგან 26 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 130 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 26 ადამიანი.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5437 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 260.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე