თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 15 ათასს აჭარბებს

საქართველო, თბილისი - 21:27 | 01.04.2020
ნანახია: 645

თურქეთში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები 15 679-მდე გაიზარდა. ქვეყანაში ერთ დღეში COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობა 2 100 -ით გაიზარდა.  განცხადება თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ გააკეთა.

ერთ დღეში გარდაიცვალა 63 პაციენტი, სულ ქვეყანაში ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობა 277-მდე გაიზარდა. ქოჯა მოქალაქეებს იზოლაციისკენ მოუწოდებს.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 887 067 ადამიანია დაინფიცირებული, გარდაცვლილია 44 264 პაციენტი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე