კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი სომხეთიდან არის ჩამოსული

საქართველო, თბილისი - 19:56 | 01.04.2020
ნანახია: 479

კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან ერთი სომხეთიდან არის ჩამოსული, - ამის შესახებ  თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს დილიდან დაგვემატა ორი ახალი შემთხვევა. ერთი შემთხვევა უკვე ჩვენთან შემოყვანილია. ეს არის იმპორტირებული, შემოტანილი შემთხვევააა და სომხეთიდან არის ეს პაციენტი, ანუ ინფიცირებული არის სომხეთიდან ჩამოსული პაციენტი. მისი მდგომარეობა ჯერჯერობით არ არის მძიმე. კეთდება ახლა კლინიკურ-ლაბორატიული გამოკვლევები, რადიოლოგიური კვლევები და შეფასდება მისი მდგომარეობა“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 117 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 23  არის გამოჯანმრთელებული.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე