ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში უამინდობის გამო რეისები გადაიდო

საქართველო, თბილისი - 13:00 | 04.01.2016
ნანახია: 1377

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ღამით  დაგეგმილი რეისები არ შესრულდა. ფრენების გადადების  გადაწყვეტილება ავიაკომპანია „ვიზეარისა“ და „არკიას“  ადმინისტრაციამ უამინდობის გამო მიიღო. ფრენები თბილისის დროით 21:00,  06:15  და  11:45  საათებში უნდა  შესრულებულიყო.

არახელსაყრელი მეტეოლოგიური პირობების გამო ავიაკომპანია „ვიზეარმა“  მიიღო გადაწყვეტილება გადაედო ვარშავის რეისი 5 იანვარს,  04:15 საათზე,  ხოლო ქუთაისი- ვილნიუსის რეისი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში შესრულდა.

ვარშავის რეისით მიმავალი მგზავრები გადაყვანილ იქნენ სასტუმროში და ასევე უზრუნველყოფილ იქნენ კვებით და ტრანსპორტირებით სასტუმრომდე.

ამ ეტაპზე ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში რეისების მიღება ისევ ფერხდება უამინდობისა და ძლიერი ქარის გამო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე