ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარს 80 წლამდე ასაკის ქალი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:07 | 30.03.2020
ნანახია: 440

ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარს 80 წლამდე ასაკის ქალი ემსხვერპლა.

ადგილობრივების თქმით, მარტოხელა მოხუცი ღუმელის ანთებას ცდილობდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, მას ცეცხლი მოედო. მეზობლებმა სახანძრო სამსახური გამოიძახეს, თუმცა ქალი უკვე გარდაცვლილი იყო. დამწვარია სახლში არსებული საყოფაცხოვრებო ნივთებიც.

ექსპერტ-კრიმინალისტები ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე