Georgian Airways-მა ბიუჯეტიდან გაწეული მომსახურების საფასური მიიღო

საქართველო, თბილისი - 11:43 | 26.09.2015
ნანახია: 1919

Georgian Airways-მა ბიუჯეტიდან გაწეული მომსახურების საფასური მიიღო. უკვე ცნობილია, რომ ანტალიაში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების ხარჯები არა ტურისტულმა კომპანიამ არამსდ ბიუჯეტმა დაფარა. როგორც მთავრობის №1970 განკარგულებიდან ირკვევა, თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში ტურისტული მიზნით მყოფი საქართველოს იმ მოქალაქეების (არაუმეტეს 400 მოქალაქე) სამშობლოში გადმოყვანის ხარჯები, რომელთა საქართველოში გამომგზავრება ტურისტულ კომპანიასა და ავიაკომპანიას შორის არსებული პრობლემების გამო ვერ ხერხდებოდა, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიფარა.

აღნიშნული მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 70 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი გამოეყო, რითაც სამინისტრომ, შპს „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ 2015 წლის 11, 12 და 13 სექტემბერს საქართველოს მოქალაქეთა თურქეთის ქალაქ ანტალიიდან საქართველოში გადმოყვანასთან დაკავშირებული მომსახურების ღირებულების დასაფარა.

 შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეები თურქეთიდან დაბრუნებას ვერ ახერხებდა. ამის მიზეზი კი ტურისტული კომპანია „Alltours" -ის მიერ ავიაკომპანია Georgian Airways-თვის მომსახურებისთვის საჭირო თანხების არ ჩარიცხვა გახდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე