სამართალდამრღვევებმა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტომაშეთში 17მ3 წიწვოვანი სახეობის მორი უკანონოდ მოიპოვეს

საქართველო, თბილისი - 12:23 | 04.01.2016
ნანახია: 1586

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამართველოს სწრაფი რეაგირების თანამშრომლების მიერ ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინდა. სამართალდამრღვევებმა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტომაშეთში 17მ3 წიწვოვანი სახეობის მორი უკანონოდ მოიპოვეს.

დანაშაული შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის ორგანოს გადაეგზავნება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე