გორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტი იმყოფება

საქართველო, თბილისი - 12:12 | 29.03.2020
ნანახია: 500

გორის სამხედრო ჰოსპიტლის ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსით  ინფიცირებული 9 პაციენტი იმყოფება. მათგან ექვსი თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია. ორის შემთხვევაში დაავადება პნევმონიით მიმდინარეობს, დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შედარებით რთული კლინიკით მიმდინარეობს რესპუბლიკური საავადმყოფოდან გადმოყვანილი 65 წლამდე მამაკაცის მდგომარეობა.

სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის  დავით ბარლიანის თქმით, ყველა კონტაქტი გამოკვლეულია და მათი დაკვირვება მიმდინარეობს. 

”ყველა კონტაქტი გამოკვლეულია და მათი დაკვირვება მიმდინარეობს. ყველაზე საყურადღებო რჩება 61 წლის მამაკაცი, რომელთანაც გრძელდება პნევმონია და ცხელება, თუმცა რაიმე უარყოფითი დინამიკა მასთან ამ ეტაპზე არ გვაქვს“, – განაცხადა დავით ბარლიანმა.

გორის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო სივრცეში 59 პირი რჩება, აქედან 29 სამხედრო მოსამსახურეა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე