სომხეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 3-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 10:19 | 29.03.2020
ნანახია: 538

სომხეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 3-მდე გაიზარდა.  იუწყება სომხეთის ერთიანი საინფორმაციო ცნტრი, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ შეიქმნა.

ცენტრის ინფორმაციით, ერევნის ინფექციურ საავადმყოფოში 55 წლის ქალი და 73 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ორივეს თანხმლები დაავადებები აღენიშნებოდა.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულია 407 ადამიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე