იტალიაში 101 წლის კაცმა, რომელიც ესპანურ გრიპს გადაურჩა, კორონავირუსიც დაამარცხა

საქართველო, თბილისი - 22:55 | 27.03.2020
ნანახია: 1499

იტალიის ქალაქ რიმინში, 101 წლის პაციენტმა, რომლის სახელი და გვარი არ არის ცნობილი, კორონავირუსი დაამარცხა.

გამოჯანმრთელებული პაციენტი ყველაზე ასაკოვანია იტალიაში, რომელმაც ვირუსული ინფექცია დაამარცხა.

როგორც იუწყებიან, ის დაიბადა 1919 წელს, სწორედ მაშინ როდესაც იტალიაში ესპანური გრიპი, ე.წ. ესპანკა მძვინვარებდა.

გრიპის ამ ეპიდემიამ მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა.

ინფორმაცია 101 წლის პაციენტის გამოჯანმრთელების შესახებ ქალაქის მერის მოადგილმემ გლორია ლიზიმ გაასაჯაროვა.

მისი თქმით, ხანდაზმული კაცი ახლა ოჯახურ გარემოცვაში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე