ბოლო დღე-ღამეში იტალიაში კორონავირუსით 1 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 21:21 | 27.03.2020
ნანახია: 1049

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 969 ადამიანი გარდაიცვალა. იუწყება იტალიის სამოქალაქო დაცვის სამსახური.

ეს გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც კი ვირუსის გავრცელების დღიდან იტალიაში დაფიქსირებულა.

სულ ქვეყანაში კორონავირუსით 9 134 ადამიანი გარდაიცვალა.

გაიზარდა ასევე კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევები. ამ რაოდენობამ ბოლო 24 საათის განმავლობაში 4 401 შეადგინა.

სულ იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 66 414 შემთხვევა აღრიცხული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე