ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 64 ათასს აჭარბებს

საქართველო, თბილისი - 16:00 | 27.03.2020
ნანახია: 670

ესპანეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა გასულ 24 საათში 7 900-ით გაიზარდა და 64 ათასს გადააჭარბა. ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან გარდაცვლილია 4 858 ადამიანი.

მხოლოდ ბოლო დღე-ღამეში  769 ადამიანი გარდაიცვალა.

27 მარტის მონაცემებით ესპანეთში გამოვლენილია დაავადების 64 059 შემთხვევა, მათ შორის მძიმე მდგომარეობაშია 4 ათასზე მეტი პაციენტი, გამოჯანმრთელდა 9 600 ადამიანი.

მადრიდში დადასტურებულია 19 200 შემთხვევა, მათ შორის გარდაიცვალა 2 400 ადამიანი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე