აშშ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზეა

საქართველო, თბილისი - 12:38 | 27.03.2020
ნანახია: 652

აშშ-მა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში გამოვლენილია კორონავირუსის 85 991-ზე მეტი შემთხვევა, მან ამ რაოდენობით ჩინეთსა (81 828) და იტალიას (80 589) გადაუსწრო.

ამასთან აშშ-ში გამოვლენილი შემთხვევების მიხედვით გარდაცვალების  ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს ჩინეთსა და იტალიასთან შედარებით. ბოლო მონაცემებით, აშშ-ში დაღუპულია 1288 ადამიანი, იმ დროს როცა ჩინეთში გარდაცვლილთა რაოდენობა 3 298-ს შეადგენს, ხოლო იტალიაში - 8 215-ს.

თუმცა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ რიცხვების შედარება არ შეიძლება, რადგან უცნობია რომელ ქვეყანაში ხდება ინფიცირების შემთხვევების რეგისტრაცია უკეთესად. ამის გარდა, აშშ-სა და იტალიაში ჯერჯრობით არ გამოჯანმრთელებულა დაავადებულთა უმეტესობა, ამიტომ დასკვნების გამოტანა ნაადრევია.

აშშ-ის ხელისუფლების განცხადებით, კორონავირუსზე ტესტირება მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე