იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობა მეოთხე დღეა კლებულობს

საქართველო, თბილისი - 22:10 | 25.03.2020
ნანახია: 18925

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე მეოთხე დღეა კლებულობს. ბოლო 24 საათში დაღუპულთა რაოდენობა 60-თ შემცირდა.

ზედიზედ მესამე დღეა იზრდება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. კორონავირუსისგან განკურნებულთა  რაოდენობა 1036-ით გაიზარდა და 9 362-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში 683 ინფიცირებული გარდაიცვალა. ქვეყანაში სულ გარდაცვლილია 7 503 დაავადებული. ინფორმაციას იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის წარმომადგენელი აგოსტინო მიოცო ავრცელებს.

ბოლო მონაცმებით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების  74 386 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 7 503 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 9 362 ადამიანი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე