დეკემბერში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ -0,6 % შეადგინა

საქართველო, თბილისი - 11:40 | 04.01.2016
ნანახია: 1330

2015 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ -0,6 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3,6-პროცენტიანი კლება, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,40 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში ფასები შემცირდა საწვავ-საპოხ მასალებზე (-7,6 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები შემცირდა 1,0 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,05 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა თამბაქოს ნაწარმზე (-1,7 პროცენტი);

ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება: ჯგუფზე ფასები შემცირდა 0,8 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,05 პროცენტული პუნქტი შეადგინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე